LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეძრწუნებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს არ უჭერს უკრაინას: ჯიმ რიში

157
1616533129-ჯიმ-რიში

ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში „ტვიტერში“ წერს, რომ  „შეძრწუნებული და იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობა მხარს არ უჭერს უკრაინას“. ჯიმ რიში საქართველოს მთავრობას სთხოვს „გამოძებნონ ის გამბედაობა, რაც უკრაინელებმა გამოიჩინეს“.

„14 წლის წინ, როცა რუსეთი შეიჭრა საქართველოში, მსოფლიო თბილისში ჩვენი მეგობრების გვერდით დადგა. ახლა, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, შეძრწუნებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს არ უჭერს უკრაინას. ვთხოვ მათ გამოძებნონ ის გამბედაობა, რაც უკრაინელებმა გამოიჩინეს“, – წერს სენატორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები