LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეეხება თუ არა “ამნისტიის შესახებ” კანონი პატიმრობაში მყოფ სტუდენტებს: მიხეილ სარჯველაძე ინიციატივაზე საუბრობს

137
FORTUNA.GE- (2)

“გვინდა, რომ სტუდენტებზე, რომლებიც საპატიმროში ყოფნის პარალელურად სწავლობენ, მოხდეს ამნისტიის გავრცელება. ეს ძალიან კარგი იქნება, თუმცა ამნისტია აქაც ვერ იქნება უპირობო და ვფიქრობთ, რომ მაგალითად, შინაპატიმრობით შეიცვალოს სასჯელი.” – ინიციატივის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე „ამნისტიის შესახებ“ კანონის წარდგენის დროს განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ მუშაობენ ინიციატივებზე, რომელსაც დასჭირდება სტატისტიკის დამუშავება:

“მნიშვნელოვანია შესაძლებლობებისა და რესურსების გაანალიზება. გვინდა, რომ სტუდენტებზე, რომლებიც საპატიმროში ყოფნის პარალელურად სწავლობენ, მოხდეს გავრცელება ამნისტიისა. ეს ძალიან კარგი იქნება, თუმცა ამნისტია აქაც ვერ იქნება უპირობო და ვფიქრობთ, რომ მაგალითად, შინაპატიმრობით შეიცვალოს სასჯელი. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ თვალსაზრისით და კარგ შესაძლებლობას გაუხსნის პირებს, რომლებსაც, თუნდაც, ამ გზით აქვთ ნაჩვენები მათი რესოციალიზაციის რეალური განზრახვა და გადაწყვეტილება.” – თქვა სარჯველაძემ.

მისივე განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით, არის განსხვავებული მოსაზრებებიც, მათ შორის ამ კატეგორიის ცალკეული მუხლების გამორიცხვა. “ვნახოთ, ამ დისკუსიების პროცესში, ალბათ, ეს საკითხიც მეტ სიცხადეს შეიძენს და შესაბამისად, უკეთესი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა გვექნება.” – თქვა სარჯველაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს დღეს განიხილავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები