უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის თქმით, აშშ-მა უკვე გააცნობიერა, რომ რუსეთი მშვიდობისკენ არ ისწრაფვის. მისივე განცხადებით, უკრაინამ უკვე აჩვენა თავისი სწრაფვა ცეცხლის სრული შეწყვეტისკენ, მაგრამ რუსეთი ამ სურვილს არ იზიარებს და ამერიკელებმა ეს დაინახეს.
ანდრეი ერმაკმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების ორი რაუნდის შემდეგ, ესმის თუ არა ამერიკულ მხარეს, რომ სწორედ რუსეთი არ ისწრაფვის მშვიდობისკენ.
„ვფიქრობ, რომ დიახ. ჯიდასა და ერ-რიადში გამართული შეხვედრების მთავარი შედეგი არის ის, რომ ამერიკულ მხარეს არ აქვს არანაირი კითხვები უკრაინის მიმართ. უკრაინა აჩვენებს თავისი პოზიციის აბსოლუტურ გამჭვირვალობას, აბსოლუტურ ადეკვატურობას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს ცეცხლის სრული შეწყვეტა არის ნამდვილად ის, რისკენაც ჩვენ ვისწრაფვით, ეს ლოგიკური და სწორია“, – აღნიშნა ანდრეი ერმაკმა.