აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია მგზავრთნაკადი. შესაბამისად დიდი მოთხოვნაა სამგზავრო ბილეთებზეც. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს რკინიგზა ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ფორტუნა“ უცვლელად გთავაზობთ.
„საქართველოს რკინიგზა გთავაზობთ მარტივ და კომფორტულ სერვისს – შეიძინოთ ბილეთები მობილური აპლიკაციით და ვებგვერდების მეშვეობით. ამასთანავე მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ვებგვერდებზე – (railway.ge; tkt.ge; biletebi.ge; matarebeli.ge და სხვა) ოპერატიულად და შეუფერხებლად ხდება ბილეთების რეალიზაცია. სამგზავრო დოკუმენტებს შეიძენთ სწრაფი გადახდის აპრატებით და matarebeli.ge -ს მობილური აპლიკაციითაც.
„საქართველოს რკინიგზა“ გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას“, – ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში.