LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება ძალიან მალე საქართველო რუსეთის მხრიდან ულტიმატუმის წინაშე აღმოჩნდეს: რომან კაკულია

452
რომან კაკულია

ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელი რომან კაკულია ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აცხადებს, რომ „შეიძლება ძალიან მალე საქართველო რუსეთის მხრიდან ულტიმატუმის წინაშე აღმოჩნდეს“. მისივე აზრით, „არის ჩანაფიქრი, რომ ამ ულტიმატუმის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა იყოს ძალიან სერიოზული პრესის ქვეშ“.

„ჩემი აზრით, შეიძლება ძალიან მალე ჩვენ რუსეთის მხრიდან ულტიმატუმის წინაშე აღმოვჩნდეთ. ულტიმატუმი შეეხება იმას თუ როგორი გაგრძელება ექნება მის ურთიერთობას საქართველოს მიმართ, ჩვენ რა პოზიცია უნდა დავიკავოთ.

ჩემი აზრით, არის ჩანაფიქრი, რომ ამ ულტიმატუმის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა იყოს ძალიან სერიოზული პრესის ქვეშ. მე ამ შორს მიმავალ ნაბიჯებს ვხედავ. პრესის მთავარი შინაარსი უნდა იყოს მისი პრორუსულობა და ამის დამადასტურებელი კომპრომატების დაგროვება, რომელიც შემდეგ ამ ზეწოლისა და შიდა დესტაბილიზაციის მაპროვოცირებელი გახდეს“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g