LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება, გარკვეული მიმართულებებით რეგულარული ავიარეისები აღვადგინოთ – ნათია თურნავა

1041
45ac5199b9f329719df580d3810f6cae-XL

“უკვე ვფიქრობთ, რომ შეიძლება, გარკვეული მიმართულებებით, გარკვეული დოზით რეგულარული რეისები აღვადგინოთ, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმ ქვეყნების ნებასა და ვითარებაზეც, ვისთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ,” – ამის შესახებ ეკონომიკისა მინისტრმა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ლიბერალური ცის პოლიტიკა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია.

„ჩვენ რაოდენ წარმატებულიც არ უნდა ვიყოთ ეპიდემიასთან ბრძოლაში, აუცილებლად იგივე დადებითი ტენდენციები უნდა ფიქსირდებოდეს პარტნიორ ქვეყნებში, მსოფლიოში, რადგან ჩვენ ეპიდემიამდე ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ცა გვქონდა. 50-მდე ქვეყანასთან, 50-მდე მიმართულებით ვახორციელებდით პირდაპირ ფრენებს…

საქართველო იქნება ნომერ პირველი არჩევანი - მსხვილი კორპორაციები ბიზნესებს ჩვენთან გადმოიტანენ

"ბევრი კომპანია დარწმუნდა, რომ სარისკოა შენი წარმოება იქონიო ერთ ინდუსტრიულ ჰაბში"

„ძალიან ვამაყობთ ამით. 2019 წელს რამდენჯერმე გაიზარდა დაბალბიუჯეტიანი კომპანიების ფრენა – „ვიზეარი“, ასევე შემოვიყვანეთ „რაიანეარი“. სხვა კომპანიებმაც გაზარდეს პირდაპირი ფრენები და  სამწუხაროა, რომ დღეს პანდემიის პირობებში, ეს დროებით შეფერხდა, მაგრამ არის დადებითი პროგნოზები, ეს პირდაპირ კავშირშია მათ შორის მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის აღორძინებასთან. მუშაობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რათა დაწესდეს უსაფრთხო ფრენების პრინციპები. ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც ამას გაითვალისწინებს და ხელს შეუწყობს ორმხრივ რეჟიმში“, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

ღირს თუ არა სამომავლოდ მოგზაურობის დაგეგმვა, ან ბილეთების ნაადრევად შეძენა – როგორია სპეციალისტების პროგნოზი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g