LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება სექტემბერში სწავლის დაწყებას რისკი შეექმნას, თუ ჩვენი ქცევა იქნება ისეთი, როგორიც დღესაა – ტიკარაძე

98
BeFunky-collage (50)

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე სწავლასთან დაკავშირებით ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა ყველაფერი მოსახლეობის ქცევაზეა დამოკიდებული. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც საზოგადოების მხრიდან წესების დაცვას ეხება, შესაძლოა სექტემბერში სწავლის დაწყების რისკი შეიქმნას. ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა.

30 შემთხვევა ძალიან ბევრია, თუ მსგავსი კერა სხვაგანაც გაჩნდა, ვირუსს ვეღარ შევაკავებთ – იმნაძე

“თუ ჩვენი ქცევა იქნება ისეთი როგორიც არის დღეს და დღეს გვაქვს ჩვენ არა ნიღბის ტარება, არა სოციალური დისტანცირება და ა.შ. ეს რა თქმა უნდა მიგვიყვანს ჩვენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას. სწორედ აქედან გამომდინარე, სრული მობილიზაცია ჩვენი მოქალაქეების არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ბავშვებს მიეცეთ საშუალება, უსაფრთხო სკოლებში, კოვიდისგან თავისუფალ სკოლებში მიიღონ განათლება”, – აცხადებს ტიკარაძე.

პრემიერი: მესტიაში ვირუსის აფეთქებას მივუსწარით, სიფრთხილე გვმართებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g