LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება თუ არა საკვების გაყინვა და როგორ შევინახოთ სწორად – რას გვირჩევს ზაზა თელია

372
BeFunky-collage123412 3 4sdf (43)

ზაზა თელია სოციალურ ქსელში საკვების გაყინვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან რეკომენდაციებს ავრცელებს და განმარტავს, რომ სწორად შეფუთვის შემთხვევაში ბევრი პროდუქტი საყინულეში თვისებისა და ვარგისიანობის დაკარგვის გარეშე ინახება თვეების განმავლობაში.

„შეიძლება თუ არა საკვების გაყინვა?

საყინულეში მჭიდროდ შეფუთულ მდგომარეობაში ან დალუქულ კონტეინერში ბევრი საკვები პროდუქტი ვარგისიანობასა და კარგ თვისებებს ინარჩუნებს თვეების განმავლობაში.

ეს დრო საკვები პროდუქტების მიხედვით განსხვავდება:

1. კარაქი – 6-დან 9 თვემდე;

2. ბანანი – 2-3 თვე;

3. კვერცხის ცილა ან გული – 1 წელი;

4. ყველი – გაუხსნელი, ქარხნულად შეფუთული ყველი – 6 თვე

დაჭრილი ყველი – 3-4 თვე;

5. შეუჭმელი, დარჩენილი პიცა – 1-2 თვე;

6. ავოკადო – 8-12 თვე;

7. მცენარეული საკვები – 6 თვე;

8. პური – გამომცხვარი – 1 თვე;

არაგამომცხვარი კონსერვანტების გარეშე – 3-5 თვე;

9. რძე – 3 თვე;

10. კანფეტი – 3-6 თვე;

11. ნაჭუჭიანი თხილეული – 6 თვე ან მეტი;

12. შემწვარი მორჩენილი საკვები – ხორცეული – 2-3 თვე.

ქათამი, ინდაური ან თევზეული – 4-6 თვე;

13. წვნიანი ან სოუსის ტიპის მოთუშული კერძი ბოსტნეულით და ხორცით – 2-3 თვე

ასე რომ ნუ გადაყრით საკვებ პროდუქტებს, მორჩენილ საკვებს

შეგიძლიათ გაყინოთ პროდუქტები, შეინახოთ ან დაურიგოთ გაჭირვებულებს“, – წერს ზაზა თელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g