LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება თუ არა საკვების გაყინვა? – ზაზა თელია აქტუალურ კითხვას პასუხობს

961
BeFunky-collage

დერმატოლოგი ზაზა თელია საზოგადოებაში ხშირად დასმულ და აქტუალურ კითხვას პასუხობს, იმასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა საკვების გაყინვა.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

საყინულეში მჭიდროდ შეფუთულ მდგომარეობაში ან დალუქულ კონტეინერში ბევრი საკვები პროდუქტი ვარგისიანობასა და კარგ თვისებებს ინარჩუნებს თვეების განმავლობაში.

ეს დრო საკვები პროდუქტების მიხედვით განსხვავდება:
1. კარაქი – 6-დან 9 თვემდე;
2. ბანანი – 2-3 თვე;
3. კვერცხის ცილა ან გული – 1 წელი;
4. ყველი – გაუხსნელი, ქარხნულად შეფუთული ყველი – 6 თვე
დაჭრილი ყველი – 3-4 თვე;
5. შეუჭმელი, დარჩენილი პიცა – 1-2 თვე;
6. ავოკადო – 8-12 თვე;
7. მცენარეული საკვები – 6 თვე;
8. პური – გამომცხვარი – 1 თვე;
არაგამომცხვარი კონსერვანტების გარეშე – 3-5 თვე;
9. რძე – 3 თვე;
10. კანფეტი – 3-6 თვე;
11. ნაჭუჭიანი თხილეული – 6 თვე ან მეტი;
12. შემწვარი მორჩენილი საკვები – ხორცეული – 2-3 თვე.
ქათამი, ინდაური ან თევზეული – 4-6 თვე;
13. წვნიანი ან სოუსის ტიპის მოთუშული კერძი ბოსტნეულით და ხორცით – 2-3 თვე
ასე რომ ნუ გადაყრით საკვებ პროდუქტებს, მორჩენილ საკვებს – გახსოვდეთ რომ ბევრი ადამიანი განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში მშიერია ყოველდღიურად.

შეგიძლიათ გაყინოთ პროდუქტები, შეინახოთ ან დაურიგოთ გაჭირვებულებს”- წერს ზაზა თელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g