LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება თუ არა თბილისი ტერორისტების სამიზნე გახდეს

184

თბილისი ტერორისტული ორგანიზაციებისათვის ნაკლებად საინტერესო სამიზნეა, თუმცა ტერორისტული აქტების სრულიად გამორიცხვა, ბუნებრივია, ვერ მოხდება, ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, გიორგი გობრონიძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ტერორისტების მიზანია ევროპულ სახელმწიფოებში მაცხოვრებლებს შიში და უნდობლობა ჩაუნერგონ და აჩვენონ, რომ ევროპული უსაფრთხოება ტერორიზმს ვერ უმკლავდება.

”დასავლეთ ევროპის ქვეყნების დედაქალაქებისაგან განსხვავებით, თბილისი ტერორისტებისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტსი და სამიზნე არ არის. ტერორისტებს სურთ შიშისა და უუნდობლობის დათესვა დასავლურ, ევროპულ სახელმწიფოებში. თბილისში ტერაქტის მოწყობით კი ისინი ამ მიზანს ვერ მიაღწევენ” – განაცხადა გიორგი გობრონიძემ.

როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა აღნიშნა, ტერორისტების მთავარი სამიზნე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებია, სადაც უსაფრთხოების ზომების 100%-ით დაცვა შეუძლებელია. გობრონიძის თქმით, ასეთი ადგილების ჩამონათვალშია აეროპორტები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადგურები, რომლებიც ხალხმრავლობით გამოირჩევა.

”ბელგიაში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, სპეციალისტებმა გააკრიტიკეს ეს ქვეყანა, ვინაიდან  საპასპორტო კონტროლამდე  მგზავრების შემოწმება არ ხდებოდა. თბილისში, ამ მხრივ, განსხვავებული ვითარებაა, ვინაიდან აქ, აეროპორტის შენობაში შესვლამდე, ყველა მგზავრი მოწმდება და ჩანთებს სკანერით ამოწმებენ” – განაცხადა გიორგი გობრონიძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები