LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეიძლებოდა აღკვეთის ღონისძიების გარეშე ბრალდებულის დატოვება” – ნათია მეზვრიშვილი ნიკა მელიას დაპატიმრებაზე

134
BeFunky-collage

მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შესაძლებელი იყო აღკვეთის ღონისძიების გარეშე ბრალდებული ნიკა მელიას დატოვება.

ამის შესახებ მეზვრიშვილმა „ტვ პირველთან“ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამის ბერკეტები დღესაც არსებობს.

„მე ვთვლიდი, რომ შეეძლოთ შესაბამის ორგანოებს და დღესაც ასე ვთვლი, კანონი სხვაგვარად განემარტათ და ჩვენ თავიდან აგვეცილებინა ის პროცესები, რაც მივიღეთ და თავიდან აგვეცილებინა ის დამაზიანებელი პროცესები ქვეყნისთვის, რომელიც ერთი ბრალდებულის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმეს მოჰყვა. შეიძლებოდა საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე ბრალდებულის დატოვება და ამისი ბერკეტები, მე ვთვლი, რომ მართლმსაჯულების ორგანოებს ჰქონდათ და ამისი შესაძლებლობა, ვთვლი, რომ დღესაც არსებობს.”-განაცხადა მეზვრიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები