LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეიკრიბოს აკადემიური საბჭო და მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ აპირებენ ფაკულტეტები სწავლის ჰიბრიდული რეჟიმის ორგანიზებას“ – თსუ-ში სტუდენტებმა აქცია გამართეს 

104
სტუდენტების აქცია თსუ-ში

სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში აქცია გამართეს და შემდეგ რექტორის კაბინეტთან გადაინაცვლეს.

ისინი მოითხოვენ, შეიკრიბოს აკადემიური საბჭო და მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ აპირებენ ფაკულტეტები სწავლის ჰიბრიდული რეჟიმის ორგანიზებას, რათა რექტორის მიერ მიღებული ბრძანება პრაქტიკაში განხორციელდეს.

სტუდენტები ასევე აცხადებენ, რომ მათი უცვლელი მოთხოვნაა, გამოცდების ჩაბარებაც დისტანციურ რეჟიმში იყოს შესაძლებელი.

როგორც სტუდენტები ამბობენ, რექტორის განცხადების საფუძველზე გარკვეულმა ფაკულტეტებმა მიიღო გადაწყვეტილება სწავლების სრულად „ონლაინ“ გაგრძელების შესახებ. მათმა ნაწილმა კი, სწავლის პროცესი კვლავ სრულად აუდიტორიულ რეჟიმში გააგრძელა.

თსუ-ს განცხადების თანახმად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, სასწავლო პროცესი 13 მაისიდან შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით წარიმართება.

შესაბამისი ცვლილება შევიდა „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 2 აგვისტოს ბრძანებაში.

რექტორის ბრძანების თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამის თუ მისი კომპონენტების წარმართვის ფორმატის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფაკულტეტი პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით.

ამასთან, 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი და დამატებითი გამოცდები წარიმართება არადისტანციურ, სრულად დასწრებით ფორმატში. გამონაკლისი დაიშვება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

 

 

 

ფოტო: „პუბლიკა“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები