მსახიობი დონარა გვრიტიშვილი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მომღერალი ნინი შერმადინი დონარას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„შეხვედრამდე ჩემო ლამაზო გოგო! ❤️“, – წერს ნინი შერმადინი.
„სინათლისკენ იარე დე“ – მსახიობი დონარა გვრიტიშვილი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა
აღსანიშნავია, რომ დონარა გვრიტიშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა.
დონარა გვრიტიშვილი 1956 წლის 8 ივნისს დაიბადა. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი მაყურებელმა არაერთ თეატრალურ დადგმასა თუ კინოში იხილა, მათ შორის, მისი ფილმოგრაფიიდან გამორჩეულია ლევან ზაქარეიშვილის „ისინი”, რამაზ იოსელიანის „მაგრამ რა მერე?”, ლევან ანჯაფარიძის „არის ასეთი ქვეყანა”, ლევან ზაქარეიშვილის „თბილისი-თბილისი” და სხვა.
