LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უწმინდესმა თავისი მიძინებით ნათლად დაგვანახა, რომ გადაშენება არ გვიწერია… მე ამაყი ვარ ქართველი ერით, მადლობა უფალს რომ ქართველად დავიბადე!“ – ნინი შერმადინი მოქალაქეების მიერ პატრიარქისადმი მიგებულ პატივზე

191
nini Shermadini patriarze

მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ეხმაურება პატრიარქის დაკრძალვის დღეს გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ გამოხატავენ მოქალაქეები პატივისცემას უწმინდესის მიმართ. კადრებში ასახული საერთო ერთიანობა მომღერლისთვის იმის დასტური გახდა, რომ ქართველ ხალხს რწმენა და სიყვარული კვლავ აერთიანებს.

„მითი მეგონა და თურმე ერთადერთია რწმენა და სიყვარული უფლისა, რაც ამდენი საუკუნე აერთიანებდა ქართველ ხალხს და რამაც აქამდე მოგვიყვანა… უწმინდესმა თავისი მიძინებით ნათლად დაგვანახა, რომ გადაშენება არ გვიწერია…

ვიდეო: „ვერ მოვახერხე ჩამოსვლა… მრცხვენია, გული მტკივა და ალბათ, ეს არის ის სინდისის ქენჯნა, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება…“ – ნინი შერმადინი ილია მეორეს საყვარელ სიმღერას ასრულებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს.

მე ამაყი ვარ ქართველი ერით, მადლობა უფალს რომ ქართველად დავიბადე! მიყვარხართ! ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო. ❤️ მალე დავბრუნდები!“, – წერს ნინი შერმადინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g