LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეხვედრები გვექნება, სანამ ეს აუცილებელი იქნება – დანიელსონს პროცესების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების მოლოდინი აქვს

77
BeFunky-collage

ერთდღიანი პოლიტიკური ტაიმ-აუტის შემდეგ შეხვედრები პარტიებთან დღეს კვლავ განახლდება. ამის შესახებ შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა მედიას განუცხადა.

კრისტიან დანიელსონს პროცესების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების მოლოდინი აქვს.

„ყველა მხარე კვლავ კონსტრუქციულად არის განწყობილი და ჩემი მოლოდინია, რომ ეს კონსტრუქციულობა გაგრძელდება. ჩვენ გვექნება შეხვედრები, სანამ ეს აუცილებელი იქნება”, – განაცხადა დანიელსონმა.

ქრისტიან დანიელსონს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში უკვე მივიდა. ადგილზე იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, რომელსაც მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g