LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 შეკრებებსა და კონფერენციებზე შესაძლოა მხოლოდ ორჯერადად აცრილი პირები დაუშვან

220
ამირან-გამყრელიძე

ამირან გამყრელიძ​ის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოზე დღეს მათი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ შეკრებებსა და კონფერენციებზე მხოლოდ ორჯერადად აცრილი პირები დაუშვან. მისივე ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არის და მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა უნდა აიცრას.

დღეს ეპიდსიტუაციის შეკავების მთავარი გზა აცრებზე გადის, – აცხადებს გამყრელძე. ამიტომ მისი თქმით, მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა აიცრას.

“დღეს ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არის,”- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 371 293 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 355 718 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 5 383 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 69 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 837 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 2961 პირი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g