LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შელახული რეპუტაცია და სირცხვილის ლაქა – „ხალხის ძალა“ ევროპარლამენტარებზე

150
BeFunky-collage - 2023-02-16T210852.515

„ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთი სირცხვილის ლაქა მიაწებეს თავიანთ ისედაც შელახულ რეპუტაციას“ – ასე შეაფასა მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა ეკა სეფაშვილმა ევროპარლამენტარების მიერ მიღებული რეზოლუცია.

უმრავლესობის წევრმა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში ევროპარლამენტის გადაწყვეტილება საბჭოთა პროპაგანდას შეადარა და თქვა რომ ასეთი ევროპა საქართველოს მოქალაქეებს არ უნდათ.

„მათ გვამცნეს, რომ არ ენდობიან თავისივე სტრუქტურებს. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც სამართლიანად ცნო ქართული მართლმსაჯულების სისტემა. არ ენდობიან ევროკომისიის დასკვნას, რომელმაც საქართველოს შედეგები ევროინტეგრაციის გზაზე საუკეთესოდ შეაფასა. მათ გვაჩვენეს როგორ მოქმედებს საბჭოთა პროპაგანდა. ქართველებს ევროკავშირი რატომ გვინდა? ჩვენი სურვილია, რომ ვიცხოვროთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც დაცული იქნება ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და დემოკრატიის პრინციპები.

დღეს ვხედავთ, რომ ეს პრინციპები შერყეულია. ვფიქრობთ ეს კრიზისი ევროკავშირმა თვითონვე უნდა გადაჭრას, უნდა გამონახოს ძალები საკუთარ თავში რომელიც ხელს შეუწყობს ფუძემდებლურ პრინციპებზე დაბრუნებას. თუ ამას შეძლებს მაშინ არავითარი კითხვის ნიშნები არ იარსებებს“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა გადაცემაში „დღის თემა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები