LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემაგინა და გავარტყი მამაკაცები ძალადობენ ქალებზეც, “პატარა კაცები” არიან სინამდვილეში მოძალადეები. ბავშვებო, თუ კითხულობთ ამას, იცოდეთ…”- რას წერს ნანა გეგეჭკორი?

173
ნანა გეგეჭკორი

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ვატო წერეთელსა და ანრი ოხანაშვილს შორის მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და ძალადობის შესახებ სტატუსს აქვეყნებს.

“ამერიკაში ახალი ჩამოსული ვიყავი ქუჩაში კაცების ჩხუბს შევესწარი. ალბათ ასე 5 მეტრის დისტანციიდან უყვიროდნენ ერთმანეთს და ერთადერთ “F-სიტყვას” გაიძახოდნენ წარამარა. სხვა გინება არც აქვთ მგონი. ორივე ისეთი გაცეცხლებული იყო, მეგონა ყელში წვდებოდნენ, მაგრამ ვერბალური კამათით მოიოხეს გული და თავიანთ გზას გაუყვნენ.

მეუღლემ ამიხსნა მერე, ხელით შეხებაზე კანონი იმდენად მკაცრია, რომ თუ მართლა კრიმინალები არ არიან ძირითადად ასე ჩხუბობენ საყოფაცხოვრებო კამათისასო.

საჯარო მოსამსახურეებს კანონით სხვა რამეც ევალებათ – თმენის ვალდებულება.

შემაგინა და გავარტყი, არის უკიდურესად მდაბიო, ველური, გონებაშეზღუდული, ლაჩრული საქციელი.

საკუთარი ემოციის, სხეულის, მოქმედების სრულყოფილად მართვაზე დიდი ვაჟკაცობა არ არსებობს. საჭირო დროს ძალადობის თავიდან ასაცილებლად თმენაზე დიდი ვაჟკაცობა ვერაფერი იქნება.

საკუთარი თავის ფლობაა ნამდვილი თავისიფლებაც და ვაჟკაცობაც.

შემაგინა და გავარტყი მამაკაცები ძალადობენ ქალებზეც. სწორედ ასეთი მამაკაცები არიან ლაჩრები ბუნებით.
“პატარა კაცები” არიან სინამდვილეში მოძალადეები. დაკომპლექსებული არარაობები…

ბავშვებო, თუ კითხულობთ ამას, იცოდეთ, თქვენს ღირსებაზე და ვაჟკაცობაზე, მოთმინებაზე და კრიტიკულ სიტუაციაში თავის სრულად ფლობაზე უკეთ ვერაფერი ისაუბრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g