LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემცირდა თუ არა საწვავის მოხმარება საქართველოში?

110

ნავთობპროდუქტების იმპორტი კლების ტრენდს ინარჩუნებს. ივნისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 85 ათასი ტონა, რაც 0,6 ათასი ტონით ანუ 0,7%-ით ნაკლებია მაისის თვის მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას კი  ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათივე ცნობით, წლის პირველ ნახევარში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 456,7 ათასი ტონა, რაც წლიურ ჭრილში 13,7%-ით კლებას აჩვენებს.

ქვეყნების მიხედვით 2017 წლის ივნისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან – 26,9 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 31,6%), თურქმენეთიდან – 20,3 ათასი ტონა (23,9%), ბულგარეთიდან – 11,8 ათასი ტონა (13,9%), აზერბაიჯანიდან 11,7 ათასი ტონა (13,8%), რუსეთიდან – 9,7 ათასი ტონა (11,4%), საბერძნეთიდან – 4,4 ათასი ტონა (5,2%), უკრაინიდან – 0,2 ათასი ტონა (0,2%).

ნავთობიმპორტიორები იმპორტის შემცირებას მოხმარების შემცირებას არ უკავშირებენ. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე , ვანო მთვრალაშვილი სააგენტო GBC- სთან აცხადებს, რომ გასული წლის დეკემბერში, აქციზის გაძვირებამდე, ბენზინისა და დიზელის ჭარბი ოდენობა იყო შემოტანილი, რომელთა რეალიზაცია მომდევნო თვეებში ეტაპობრივად მოხდა. ამის გათვალისწინებით, მთვრალაშვილი ბაზარზე მოთხოვნის ვარდნას გამორიცხავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები