LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შემცირებულია არა სარეკლამო ბაზარი, არამედ თანხა, რომელიც ტელეკომპანიებამდე მივიდა”

91

2012 წლიდან 2017 წლამდე სარეკლამო შემოსავლები გაზრდილია, – ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა 2012-17 წლების სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების ანალიზის წარდგენისას განაცხადა.

კახა ბექაურის ინფორმაციით, შემცირებულია არა სარეკლამო ბაზარი, არამედ თანხა, რომელიც ტელეკომპანიებამდე მივიდა.

„2012 წლიდან 2017 წლამდე სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა. 2012 წლის ტელეკომპანიების შემოსავლები 63 355 996 ლარიდან 2017 წლამდე 25 658 525 ლარით გაიზარდა და 89 014 521 ლარი შეადგინა. 2017 წელს ორმა მსხვილმა მედიაჰოლდინგმა „რუსთავი 2“-მა და „იმედმა“ რადიკალურად შეცვალა მისი სარეკლამო დროის გაყიდვის მოდელი. ამან საერთოდ ამოაყირავა მანამდე არსებული შემოსავლების განაწილების სტრუქტურა ბაზარზე და შემოსავლები არაბუნებრივად გადანაწილდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ დამატებით, გარდა 7%-ისა, რომელიც რეკლამის დამკვეთების თანხაა, 15 მილიონი დარჩა ტელეკომპანიების მიღმა. დეკლარირებული მონაცემებით ჩანს, რომ თითქოსდა 2017 წელს დაიკლო წინა წელთან შედარებით სარეკლამო ბაზარმა, თუმცა ეს ასე არ იყო. ამ 15 მილიონს თუ გავითვალისწინებთ, არათუ კლება, არამედ მატებაც გვაქვს“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კვლევის მეთოდებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ გამოითხოვეს რეკლამის დამკვეთებისგან მათი სარეკლამო დანახარჯები, ხოლო მეორე მხრივ, ტელევიზიებისგან ინფორმაცია.

„ანალიზის შედეგად, აღმოჩნდა, რომ სარეკლამო ბაზარი კი არ შემცირდა, შემცირდა თანხა, რომელიც ამ 6 ტელეკომპანიამდე მივიდა, იგულისხმება შპს „ტელეიმედსა“ და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ში შემავალი ტელეკომპანიები. ჩვენ ასევე გავაანალიზეთ ერთეული გაყიდული რეკლამის ფასი და აღმოჩნდა, რომ ერთეული რეკლამის ფასი გაზრდილია 16-დან 21%-მდე“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები