საარჩევნო უბნების დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე „ლეიბორისტების“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს დაუპირისპირდა.
„მინდა გავაფრთხილო “ეგზიტპოლმაისტერი” ნიკა გვარამია, როგორც კი გამოაცხადებს ე.წ ვითომ იპსოსის ტრადიციულად ჩვენს მიმართ ხელისუფლებასთან სავაჭროდ გაყალბებულ ეგზიტპოლს მიიღებს პასუხს და შემდეგ ცრემლების ღვრა, კნავილი და კომპლიმენტები არ უშველის“. – დაწერა შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში.
შალვა ნათელაშვილს მალევე უპასუხა ნიკა გვარამიამ:
„ბატონო შალვა, რა ციფრებიც მომივა, იმას გამოვაცხადებ.
თქვენსასაც და სხვისასაც. ასევე იზამს ედისონიც, დარწმუნებული ვარ. თქვენი მუქარაღა მაკლდა ახლა ?
პს: ლეიბორისტებით როგორ უნდა ვევაჭრო მთავრობას? ჰაერს ვყიდი?“. – დაწერა ნიკა გვარამიამ.
