გაერთიანებული ერების [გაერო] მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) განახლებული ანგარიშის თანახმად, მომდევნო ხუთ წელიწადში, გლობალური ტემპერატურა სავარაუდოდ რეკორდულ დონემდე მოიმატებს.
ორგანიზაციის ცნობით, ეს გამოწვეულია სითბოს შემცველი სათბურის გაზებით და ბუნებრივად წარმოქმნილი ელ ნინიო [ოკეანის ზედაპირის გათბობა] მოვლენით.
WMO-ს გენერალურმა მდივნის, პროფესორ პეტერი ტაალასის განცხადებით, გლობალური ტემპერატურა პარიზის კლიმატის შეთანხმებით დადგენილ დასაშვებ ამბიციურ მიზანს, მალე გადააჭარბებს.
მისივე ინფორმაციით, ორი მესამედია იმის შანსი, რომ ეს მოხდეს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.
ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ ყველაზე ცხელი რვა წელი, რაც კი ოდესმე დაფიქსირდა, 2015-იდან 2022 წლამდე იყო, თუმცა, კლიმატის ცვლილების დაჩქარებასთან ერთად ტემპერატურა სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება.
„ამას ექნება შორსმიმავალი შედეგები ჯანმრთელობაზე, სურსათის უსაფრთხოებაზე, წყლის მართვასა და გარემოზე. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ“. – განაცხადა პროფესორმა ტაალასმა.