LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოდგომის და ზამთრის განმავლობაში ტარიფების ზრდა დაგეგმილი არ არის – დავით ნარმანია

62
ნარმანია (1)

მიმდინარე წლის შემოდგომის და ზამთრის განმავლობაში ტარიფების ზრდა დაგეგმილი არ არის – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ნარმანიამ დეპუტატებს 2021 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო, რომელიც კომისიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და შედეგებს მოიცავს.

მასში ასახულია 2021 წელს გაზისა და ელექტროენერგეტიკის, ასევე წყალმომარაგების სექტორებში განხორციელებული და მიმდინარე ძირითადი მოვლენები და ტენდენციები. დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ კომისიას, 2021 წელს საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის ISO-ს სერტიფიკატი მიენიჭა.

„რამდენიმე თვის განმავლობაში ტარდებოდა მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შიდა აუდიტი, რომლის შესაბამისადაც დადგინდა, რომ მარეგულირებელი კომისია პასუხობს საერთაშორისოდ აღიარებულ ხარისხის მართვის მოთხოვნებს“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

პარლამენტის ინფორმაციით, ნარმანიამ ასევე ისაუბრა კომისიაში გატარებული რეფორმების შედეგად ახლად დანერგილ სერვისებზე, რამაც მისი თქმით, მომხმარებელს კომუნალურ კომპანიებთან ურთიერთობა გაუადვილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g