LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოსავლები ტურიზმიდან 95 მილიონით გაიზარდა

109
shutterstock-457851628-955-449

2019 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 1.5 მილიარდ დოლარს (ზრდა +7%), რაც 95 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2019 წლის I კვარტალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 578 მილიონ დოლარს (ზრდა +5%), რაც 28 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019 წლის I კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.1%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +14.9%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g