LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოსავლების სამსახური ახალგაზრდებისთვის 208 ვაკანსიაზე სტაჟირების კონკურსს აცხადებს

131
სტაჟირება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ახალგაზრდა, ენერგიული და მოტივირებული ადამიანური რესურსის მოზიდვის მიზნით, 2 აგვისტოდან, უწყების სტრუქტურულ ერთეულებში (საბაჟო დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი, ვალის მართვის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი, ანალიტიკური დეპარტამენტი, იურიდიული დეპარტამენტი, დავების დეპარტამენტი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი), 208 ანაზღაურებადი სტაჟიორის მისაღებ კონკურსს აცხადებს.

სტაჟირების ხანგრძლივობა 4 თვეს შეადგენს და სწავლება სექტემბრიდან დაიწყება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ბაკალავრიატის ბოლო კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტს, ასევე კურსდამთავრებულს, რომელმაც 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაასრულა ბაკალავრიატი ან მაგისტრატურა.

შერჩევის მნიშვნელოვან კრიტერიუმად განსაზღვრულია სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (GPA 2.8-4.0 ან/, ხოლო ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი) თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება უმაღლესი მოსწრების კანდიდატს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g