LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოვდივარ წინადადებით, ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის დაწესდეს კრიტერიუმები – არ ატარებდეს წვერ-ულვაშს: რომან გოცირიძე

62
რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევის პროცესთან დაკავშირებით, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც ის Facebook-ზე წერს, „აქვს ინიციატივა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის დაწესდეს კრიტერიუმები, რომ ჰქონდეს პოლიტიკური საქმიანობის სტაჟი და არ ატარებდეს წვერ-ულვაშს“.

ენმ-ში თავმჯდომარის არჩევის წესის მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა – სავარაუდოდ, 22 ნოემბრამდე თავმჯდომარის არჩევნების წესი ჩამოყალიბდება

„ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ რამდენიმე პირის მიერ საკუთარი კანდიდატურის დასახელების შემდეგ, ბევრს გაუჩნდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღების სურვილი. დაბლა დაწეული სტანდარტების გამო ამ პროცესმა უმართავი ხასიათი რომ არ მიიღოს, შემოვდივარ წინადადებით, რომ კანდიდატების შესარჩევად დაწესდეს რამდენიმე კრიტერიუმი, კერძოდ:

1. უნდა იყოს კომპეტენტური,

2. უნდა ჰქონდეს პოლიტიკური საქმიანობის საკმაო სტაჟი,

3. უნდა იყოს მძიმეწონოსანი (რაშიც მხოლოდ ფიზიკური წონა არ იგულისხმება, თუმცა ესეც არ იქნებოდა ცუდი, ქუჩის აქციების წინამძღოლობისათვის),

4. არ უნდა ატარებდეს წვერ-ულვაშს.

ვაპირებ თუ არ მივიღო მონაწილეობა ამ კონკურსში? სამწუხაროდ, არა. ვერ ვაკმაყოფილებ ბოლო, მეოთხე კრიტერიუმს“, – წერს რომან გოცირიძე.

 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ რამდენიმე პირის მიერ საკუთარი კანდიდატურის დასახელების შემდეგ, ბევრს გაუჩნდა მსგავსი…

Posted by Roman Gotsiridze on შაბათი, 12 ნოემბერი, 2022

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g