LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემთხვევა აღმოფხვრილია, გაუგებრობა აღარ არსებობს – გთხოვთ, თქვენს შვილებსაც მოუწოდოთ, დაივიწყონ გაუგებრობა: ნინო წილოსანი

157
ნინო წილოსანი

“ქართული ოცნების” წარმომადგენელმა და პარლამენტის წევრმა, ნინო წილოსანმა, დღეს სოფელ ბუკნარში შეკრებილი ადგილობრივი მოსახლეობისა და მუსლიმი თემის წარმომადგენლების შეხვედრისას, ორივე მხარეს მშვიდობიანი ფორმით შერიგებისკენ მოუწოდა და  გაუგებრობის დავიწყება სთხოვა. მისი თქმით, “ჩვენ ერთნი ვართ, საუკუნეების მანძილზე ერთად მოვდივართ და ასეც გავაგრძელებთ.”

“ვფიქრობ, მეტ დეტალებსა და გარჩევებში გადასვლა ამ სიტუაციისთვის პირიქით საზიანო იქნება. მგონია, რომ იმ ნოტაზე უნდა დავრჩეთ, რომელსაც ყველა აქ მყოფი ადამიანი იზიარებს. ჩვენ ერთნი ვართ, საუკუნეების მანძილზე ერთად მოვდივართ და ასეც გავაგრძელებთ. თუ რაიმე გულისტკენა იქნება,  რომელზეც სახელმწიფოსა და თითოეულ ჩვენგანს საკუთარი პოზიცია უნდა ჰქონდეს, სათანადო რეაგირება თითოეულ შემთხვევაზე გვექნება. ეს შემთხვევა აღმოფხვრილია, გაუგებრობა აღარ არსებობს. ყველას მსურს მოგიწოდოთ, თქვენს შვილებსაც მეგობრულად სთხოვოთ – დაივიწყონ გაუგებრობა, რადგან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან უნდა დაავიწყოთ,”- განაცხადა შეხვედრაზე ნინო წილოსანმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები