LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემთხვევით გადარჩენილი სიცოცხლეები, არა და წლებია ამ პრობლემაზე ვსაუბრობ – მევლუდ მელაძე

632
107095605-10220582002333241-842765843102775413-n (3)

მსუბუქი ავტომობილის მძღოლის კამერამ საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ტრაილერი დააფიქსირა, რომელმაც საავარიო სიტუაცია შექმნა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუქში საავტომობილო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი, ავტომბრბოლელი მევლუდ მელაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც რიკოთის უღელტეხილზეა გადაღებული.

როგორც ავტომბრბოლერი აღნიშნავს, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის წესები არასწორადაა აღნიშნული, რაც საავარიო სიტუაციას ქმნის.

“შემთხვევით გადარჩენილი სიცოცხლეები, არა და წლებია ამ პრობლემაზე ვსაუბრობ. არ შეიძლება დაღმართზე საერთოდ არ იყოს გასასწრები ადგილი. ვერ მიყვებიან ნელა მიმავალ მანქანას ათობით კილომეტრი და ბოლოს ასწრებენ ამ ფორმით.

ხშირ შემთხვევაში მსგავსი გასწრება ფატალურად მთავრდება. რა გახდა გასწრების სექტორების გაკეთება?
მაგალითად 2 კილომეტრი ზემოდან მომავალს ქონდეს 2 ზოლი და შემდეგი 2 კილომეტრი ქვემოდან მომავალს? რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მკაფიოდ უნდა იყოს დარეგულირებული საგზაო ნიშნებით და საგზაო მონიშვნებით”,-წერს მევლუდ მელაძე.

https://www.facebook.com/mevlud.meladze/posts/3487756021256237

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები