LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შემზარავია მოძალადე, რომელიც ადამიანზე ძალადობს, მხოლოდ იმის გამო, რომ იგი მისგან განსხვავებულია”

224

ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია, განსაკუთრებით შემზარავია მოძალადე, რომელიც ადამიანზე ძალადობს, მხოლოდ იმის გამო, რომ იგი მისგან განსხვავებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის საკითხებში სოფიო შამანიდმა განაცხადა.

სოფიო შამანიდმა დღეს ,,ნიუ ჰოსპიტალის” რეანიმაციაში მყოფი დაშავებული, ლგბტ თემის წარმომადგენელი მოინახულა.

ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს მისი თავი ისე, როგორც ეს მას სურს, ჰქონდეს ის იდენტობა, რომელსაც ის თავად აირჩევს და არავის აქვს უფლება მიუთითოს, გაკიცხოს ან მით უმეტეს, იძალადოს მასზე ამის გამო. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში, მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მუშაობისა, დღემდე ძალიან მძლავრად ჩანს ჰომოფობიური და ქსენოფობიური ტენდენციები და ამას დიდწილად უწყობს ხელს პოლიტიკოსების არაადეკვატური, ჰომოფობიური გამოხატულებები. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანიზაციები გამოიძიებენ ამ საქმეს და მინდა იმედი ვიქონიო, რომ ამ ახალგაზრდა ადამიანის მდგომარეობა გაუმჯობესდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები