მოდელი მარიამ კეკუა იუბილარია. მარიამი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.
„შენ დღეს გილოცავ, დედოფალო“, „ულამაზესი გოგო“, „მშვენიერო, გილოცავ“, – წერენ სოციალურ ქსელში.
როგორც მოდელის სოციალურ ქსელიდან ხდება ცნობილი, ის 20 წლის გახდა.
მარიამ კეკუა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტია, პარალელურად, ახალგაზრდა წარმატებული მოდელია. ის თანამშრომლობს რამდენიმე ქართულ თუ საერთაშორისო ბრენდთან, მარიამი სხვადასხვა დროს მონაწილეობას იღებდა მოდის კვირეულებში.


