ქეთა თოფურიამ „ინსტაგრამზე“ მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ფოტო საკმაოდ ინტიმურია და კოცნის პროცესს ასახავს.
ქეთას ახალი რჩეულის ვინაობა არ გაუმჟღავნებია. მისი სახე ფოტოზე არ ჩანს და არც მონიშნული ჰყავს.
„მე შენ მიყვარხარ“, – წერს ქეთა ფოტოს აღწერაში.
შეგახსენებთ, რომ რეპერ გუფის შემდეგ ქეთა თოფურიას ოფიციალურად არავისთან დაუდასტურებია რომანტიკული ურთიერთობები. მანამდე კი ის ბიზნესმენ ლევ გეიხმანის ცოლი იყო, რომელთანაც ქალიშვილი, ოლივია ჰყავს.