LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთა თოფურიას და რეპერ გუფის სახალხო პაემანი ინტერნეტში

171

რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ქეთა თოფურიასა და რეპერ გუფის რომანი აქვთ. მაშინ ორივემ ეს ამბავი უარყო და განაცხადეს, რომ მხოლოდ მეგობრები არიან.

„ვმეგობრობთ, მაგრამ ისეთი ახლობლები არ ვართ, რომ დასასვენებლად ერთად ვიაროთ. ის, რომ ერთ კუნძულზე ვისვენებდით, მხოლოდ მოსკოვში დაბრუნების შემდეგ გავიგე. ვაფასებ ქეთასა და მის ოჯახს და ნამდვილად არ იმსახურებს ამ ისტორიაში გახლართვას“ – განაცხადა მაშინ რეპერმა.

ამის შემდეგ A’Studio-ს სოლისტმა მალევე განაცხადა მეუღლესთან, ლევ გეიხმანთან დაშორების შესახებ. ცოტა ხნის წინ კი ქეთამ და გუფმა თავიანთ ურთიერთობაზე ინტერესი ისევ გამოიწვიეს. მომღერლებმა Instagram-ზე ერთობლივი ტრანსლაცია გამართეს და შესაბამისად ფანებისგან მწვავე რეაქციაც მიიღეს. ცნობილი ადამიანები მათი რომანის შესახებ ხუმრობდნენ:

„ყველა გვეკითხება, როგორ ვურთიერთობთ, აი ასე“ – თქვა ქეთამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები