სიარას ოფიციალურ Youtube არხზე სიმღერის Greatest Love პრემიერა შედგა. როგორც ჩანს, 33 წლის შემსრულებელმა ვალენტინობისთვის მეუღლეს სიურპიზი მოუწყო, რადგან სინგლი, სწორედ რასელ უილსონს ეძღვნება.
ვიდეო, რომელიც ქსელში 12 თებერვალს გამოქვეყნდა, ამ დროისთვის 630 ათასზე მეტმა ინტერნეტმომხმარებელმა ნახა, რასაც წარმატებულ სტარტს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.
აღსანიშნავია, რომ მუსიკალური რგოლისთვის ამერიკელმა მომღერალმა მინიმალიზმს მიმართა, რამდენიმე ეფექტური და სექსუალური ლუქი მოირგო და კლიპში მხოლოდ თავად გამოჩნდა.
ცნობილია, რომ სიახლე სიარას მომავალ, მეშვიდე სტუდიურ ალბომში შევა, რომლის რელიზის თარიღი ამ დრომდე არ ხმაურდება.
შეგახსენებთ, რომ დისკიდან უკვე ცნობილია Level Up, დუეტი Tenko-სთან Freak Me და Dose.