LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შერი დარწმუნებულია, რომ მალე გარდაიცვლება და ქონებას ანაწილებს

736

ამერიკული გამოცემები შერის თაყვანისმცემლებისთვის სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებენ. 70 წლის მომღერალი დარწმუნებულია, რომ სიცოცოცხლისთვის დიდი დრო აღარ აქვს დარჩენილი და საკუთარ 305 მილიონიან ქონებას ახლობლებს უნაწილებს.

შერისგან სოლიდურ მემკვიდრეობას მიიღებენ შვილები, და და ახლო მეგობრები. შვილებს – ელაიჯა ბლუ ოლმენსა და ჩეზ ბონოს, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წელს ქალი იყო, შერი საცხოვრებელ სახლებს დაუტოვებს; მომღერლის ბევერლი-ჰილზზე მდებარე ვილა მისი დის საკუთრება გახდება.

შერის 89 წლის დედა ახლა მასთან ერთად ცხოვრობს, იმის მიუხედავად, რომ თავად მომღერლის მდგომარეობა უკვე საკმაოდ მძიმეა.

„შერმა იცის, რომ მისი ცხოვრება მთავრდება და სურს, ყველა უთანხმოება აარიდოს ოჯახს თავიდან და მოასწროს ქონების გადანაწილება,“ – ამბობს მომღერალთან დაახლოებული ინფორმატორი.

შერის 2014 წლისდან სერიოზული ვირუსული დაავადება აქვს, რამაც თირკმელები დაუზიანა. ამის გამო შერმა უარი თქვა მსოფლიო ტურნეზე Dressed to Kill. ექიმები კატეორიულად სთხოვენ მომღერალს, საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოს და კარიერას შეეშვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g