LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შერი თავის მემუარებში ტრანსგენდერი ვაჟის შესახებაც გვიამბობს

161
page

როგორც ცნობილია, სულ მალე საკულტო არტისტის, შერის მემუარები, Cher: The Memoir გამოვა. 70 წელზე მეტი ხნის შემდეგ, საკულტო არტისტი საკუთარ რეალურ ამბებს თავად, პირველად მოჰყვება. ნამუშევარში მუსიკოსის პირადი ცხოვრების, მათ შორის ინტიმური დეტალების, ასევე კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო მოვლენები იქნება მონათხრობი. ამასთან, მკითხველი შემსრულებლის პირადი არქივიდან ექსკლუზიურ ფოტომასალასაც იხილავს.

შერის მემუარები ნოემბერში გამოიცემა

ახლა კი ცნობილი ხდება, რომ არტისტი თავისი ტრანსგენდერი ვაჟის შესახებაც გვიამბობს, რომელმაც მამაკაცად გარდაქმნის ოპერაცია 2009 წელს გაიკეთა.

„ჩემმა შვილმა უფლება მომცა წიგნში ის იმ სახელით მოვიხსენიო, რომელსაც გარდაქმნამდე ატარებდა“, – განუცხადა არტისტმა New York Times-ს.

აღსანიშნავია, რომ მოგონებების პირველ ტომში დეტალურად იქნება აღწერილი შერის ბავშვობა და ადრეული წარმატებები სონი ბონოსთან შეხვედრამდე, რომელზეც ის 1964-დან 1975 წლამდე იყო დაქორწინებული. ავტობიოგრაფიის მეორე ტომის გამოცემა, მომავალ წელს იგეგმება.

ფოტო: „ეს მარტივი არ იყო“ – შერი ქალიშვილის სქესის შეცვლაზე ღიად ალაპარაკდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები