HBO-ს გახმაურებული პროექტის ”ახალგაზრდა პაპის” გაგრძელება, The New Pope, რომელიც პიუს XXIII-ის შესახებ მოგვითხრობს, ინტრიგებითა და სკანდალებით ეკრანებს მიმდინარე წლის განმავლობაში დაუბრუნდება.
ამ დღეებში, ცნობილი გახდა, რომ სატელევიზიო შოუს მონაწილე მსახიობთა შორის, შერონ სტოუნსა და მერილინ მენსონს ვიხილავთ. ამერიკელი ვარსკვლავების როლები ლენი ბელარდოს ისტორიის მეორე სეზონში ჯერჯერობით უცნობია.
Holy Father!
Sharon Stone and Marilyn Manson will guest star in #TheNewPope, coming soon. pic.twitter.com/bMtNiVtMwq
— HBO (@HBO) May 17, 2019
შეგახსენებთ, რომ The New Pope-ში უპრინციპო და გარყვნილი ქმედებით ცნობილ კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურის გმირს, ჯუდ ლოუ განასახიერებს.
ჯუდ ლოუ სანაპიროზე საცვლის ამარა დააფიქსირეს – ფოტოები The New Pope-ის გადასაღები მოედნიდან