LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯუდ ლოუ სანაპიროზე საცვლის ამარა დააფიქსირეს – ფოტოები The New Pope-ის გადასაღები მოედნიდან

271
12046822-0-image-a-119_1554807221655

ლენი ბელარდოს ისტორია, რომელმაც მსოფლიო მოიცვა, ეკრანებს მეორე სეზონით მიმდინარე წლის განმავლობაში დაუბრუნდება. ,,ახალგაზრდა პაპის” სახელით ცნობილი HBO-ს გახმაურებული პროექტის გაგრძელება, The New Pope, რომელიც პიუს XXIII-ის შესახებ მოგვითხრობს, ინტრიგებსა და სკანდალებს მომავალ ეპიზოდებშიც გვპირდება.

ამის ნათელი მაგალითია ქსელში ახლახან გავრცელებული ფოტოებიც, რომლებზეც სატელევიზიო შოუში მთავარი პერსონაჟის როლის შემსრულებელი, ჯუდ ლოუ სანაპიროზე, საცვლის ამარა, ქალების გარემოცვაში გადაადგილდება.

ფოტოები, რომლებიც პაპარაცებმა ვენეციის გადასაღები მოედნიდან მოიპოვეს, განხილვის თემად უკვე იქცა. სიუჟეტის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ინგლისელი მსახიობის გმირის უპრინციპო და გარყვნილი ქმედები სერიალში უხვად იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები