„18:00 საათიდან შესაძლოა, დაიწყოს სარაკეტო შეტევა ისრაელის ცენტრის მიმართულებით“, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საელჩო ისრაელში ავრცელებს. საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, განგაშის დროს შევიდნენ თავშესაფარში ან საცხოვრებელი შენობის კიბის უჯრედში.
„18:00 სთ-დან შესაძლებელია დაიწყოს სარაკეტო შეტევა ისრაელის ცენტრის მიმართულებით.
აშკელონი; აშდოთი; ბეერ-შევა; შდეროთის გარდა, საფრთხის ქვეშაა იავნე, გადერა, ხოლონი, ბათ იამი, რიშონ ლეციონი, თელ ავივი, ბნეი ბრაკი, გივატაიმი, რამათ განი, რამათ ავივი, ლოდი, რამლე, ჰერცელია, კფარ შმარიაჰუ.
გთხოვთ, დაბრუნდეთ საცხოვრებელ ადგილებში. თავი შეიკავეთ ღია სივრცეში ყოფნისგან; განგაშის დროს შედით თავშესაფარში ან საცხოვრებელი შენობის კიბის უჯრედში. გაუფრთხილდით თავს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ისრაელში საქართველოს საელჩოს ცნობით, ქალაქ ლოდში 20 საათიდან სრული კომენდანტის საათი ცხადდება, რადგან საჯარისო დანაყოფები ყველაზე მკაცრი ზომების გამოყენებას აპირებენ.
„ქ. ლოდში 20:00 საათიდან ცხადდება სრული ჩაკეტვა – კომენდანტის საათი! არ გახვიდეთ ქუჩაში
საჯარისო დანაყოფები გამოიყენებენ ყველაზე მკაცრ ზომებს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.