LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა, კომენდატის საათი შეიცვალოს – ბიზნესმა დაპირება მიიღო

463
dba37e51bc07cd2c6e21b8eef8a9dada

ბიზნესსექტორის წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ. გიორგი გახარიასთან აუდიენციის შემდეგ მსხვილი ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მომდევნო ორ კვირაში არსებული შეზღუდვები, შესაძლოა, კიდევ შემსუბუქდეს.

შეხვედრაზე გაჟღერდა ინიციატივა, კომენდატის საათის ცვლილებასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრი ბიზნესმენებს ამ საკითხის განხილვას დაჰპირდა და უთხრათ, რომ მოკლე პერიოდში გადაწყვეტილებას აცნობებს.

„იყო საუბარი, რომ „კომენდანტის საათი“ გადაწეულიყო 1 ან 2 საათით მაინც. ამაზე მივიღეთ დაპირება, რომ დააკვირდებიან ერთი-ორი კვირის მანძილზე და გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – ამის შესახებ IG Development-ის დამფუძნებელმა მინდია საბანაძემ განაცხადა. მისი თქმით, პრემიერსა და ბიზნესს შორის შეხვედრები გაგრძელდება.

“მოტივირებულია ხელისუფლება და პრემიერი, რომ როგორღაც სწრაფ რეჟიმში აამუშაოს ეკონომიკა. ფიზიკურად რა სექტორებიც გაჩერებულია, ყველა სექტორის დაქოქვაზეა საუბარი. ესაა დამოკიდებული დადებითობის მაჩვენებელზე. დღევანდელი შეხვედრა ძალიან განსხვავდებოდა წინა შეხვედრებისგან. ჩვენ დღეს ერთ ნავში ვისხედით, ერთმანეთს ვაძლიერებთ“,- აღნიშნა მან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g