LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა, ლარი პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდეს: Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.91 ლარად ივაჭრება

59
fuli

„თუ ყველა რისკი მოიხსნა, შესაძლოა, ლარი ტურისტულ სეზონზე პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდეს“ – ამის შესახებ გადაცემაში „საქმიანი დილა“ Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, ევა ბოჭორიშვილმა განაცხადა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარში ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.86–იან ნიშნულზე იყო.

ბოჭორიშვილმა ლარის გამყარების მიზეზებიც განმარტა და თქვა, რომ გამყარებასთან დაკავშირებით რამდენიმე ფაქტორი შეიძლება გამოვყოთ, ესენია: ეროვნული ბანკის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ბოლო თვეების განმავლობაში უცხოელების შემოსვლა სახაზინო ობლიგაციების ბაზარზე და ტურიზმის სფეროში სიტუაციის გაუმჯობესება.

ცნობისთვის, დღეს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის, ერთი დოლარი 2.9175 ლარად ივაჭრებოდა. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.9200 კურსით დაიწყო.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g