LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა, მალე პლასტიკის პარკების მოხმარება შემცირდეს

94

პლასტიკის პარკების გამოყენების შემცირების მიმართულებით ახალი ინიციატივა შემუშავდა. გარემოს დაბინძურების პრევენციის კუთხით, სულ მალე ეს ინიციატივა მთავრობაში შევა დასამტკიცებლად, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნოდარ კერესელიძის თქმით, დედამიწის დღის თარიღის აღნიშვნის პარალელურად, გარემოს დასუფთავების მიმართულებით სხვადასხვა აქცია გაიმართება.

დედამიწის დღესთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების სამინისტრო პარტნიორ ორგანიზაციებთან, საელჩოებთან, არასამთავრობო ორგანზიაციებთან ერთად გეგმავს სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ დედამიწის დღე ემთხვევა პლასტიკის ნარჩენებისგან გარემოს დაბინძურების პრევენციას.

„ასევე, ჩვენი ორგანიზაციები გეგმავენ სხვადასხვა აქტივობას, როგორიც არისდაასუფთავე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც აქტიური დასუფთავების კამპანია გაიმართება სხვადასხვა რეგიონში და გამოვლინდება გამარჯვებული რეგიონი. ასევე, აქციაგარემოს გულისთვისფარგლებში კონკრეტული ადგილები გამოიყოფა და ამ ტერიტორიების დასუფთავებაში კერძო სექტორი იქნება ჩართული, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

22 აპრილს დედამიწის დღეა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით პირველად, 1970 წელს აღინიშნა. დედამიწის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 175 ქვეყანაში აღნიშნავენ. საქართველო ამ ქვეყნების სიას 1990 წლიდან შეუერთდა.

mazda magti 5g