შესაძლოა, საბრინა კარპენტერი Mamma Mia!-ს მესამე ნაწილში ამანდა სეიფრიდის პერსონაჟის, სოფის შვილის როლში ვიხილოთ.
Deadline-ის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით, კარპენტერთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ კინოსურათის მესამე ნაწილის გადაღებაზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა განხორციელდება თუ არა პროექტი, ოფიციალურად არ დაანონსებულა.
,,აბბას” Mamma Mia საბრინა კარპენტერის შესრულებით – არტისტი კონცერტებზე საკულტო ჰიტებს აქავერებს
საინტერესოა, რომ შარშან, სეიფრიდმა ერთ-ერთ ინტერვიუში Mamma Mia!-ს მესამე ნაწილთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხისას აღნიშნა, რომ ფილმში მისი პერსონაჟის, სოფის შვილის როლზე, სწორედ კარპენტერს ისურვებდა. მისი თქმით, საბრინას გულშემატკივარია და სიამოვნებით გაუწევდა მას პარტნიორობას მომავალ პროექტში.
ცნობისთვის, ამანდასა და საბრინას შორის ასაკობრივი სხვაობა – 13 წელია.
Mamma Mia! 1999 წლის ამავე სახელწოდების სასცენო მიუზიკლის კინოადაპტაციაა, რომელიც შვედური პოპ ჯგუფის – ABBA სიმღერებზეა დაფუძნებული.
შეგახსენებთ, რომ Mamma Mia!-ს ეკრანიზაციის პირველი ნაწილი, 2008 წელს გამოვიდა. 10 წლის შემდეგ, მეორე ნაწილი – Mamma Mia! Here We Go Again ვიხილეთ.
