დეკემბერში დიდ ეკრანებზე გამოდის ახალი ფილმი „სკანდალი“, სადაც მთავარ როლებს ნიკოლ კიდმანი, შარლიზ ტერონი და მარგო რობი ასრულებენ. ფილმი Fox News-ის გარშემო მიმდინარე სკანდალს ეძღვნება და ის რეალურ მოვლენებზეა აგებული. ფილმი არხის გენერალურ დირექტორზე, როჯერ ეილსზე გვიყვება, რომელსაც თანამშრომლები სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებდნენ.
ფილმის გამოსვლამდე ნიკოლ კიდმანმა, შარლიზ ტერონმა და მარგო რობიმ ჟურნალის ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა და გადაღებების პროცესი შეაფასეს. შავ-თეთრ ანსამბლში გამოწყობილი მშვენიერი სამეულის ახალ ფოტოებს და ინტერვიუს მკითხველი ჟურნალის დეკემბრის ნომერში იხილავს.