LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეშინებული “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში დიდხანს ვერ დარჩება: ნიკა გვარამია

68
gvaramia

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც მედიის წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტთან იმყოფება ამბობს, რომ დღეს მიმდინარე პროცესებიც კი ცხადყოფს, რომ “შეშინებული “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში დიდხანს ვერ დარჩება”.

“ისედაც ყველაფერი გასაგებია, მაგრამ კითხვის დასმის უფლება გვაქვს როგორც ჟურნალისტებს, ასევე, რიგით მოქალაქეებს პარლამენტი არსებობს ამისთვის. ხელისუფლების დიაგნოზია, რომ შს მინისტრს ეშინია ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეების, ჟურნალისტები იქნებიან ესენი თუ სხვები, პრემიერმინისტრს ეშინია და საპარლამენტო უმრავლესობას ეშინია. შეშინებული ხელისუფლება დიდხანს ქვეყნის სათავეში ვერ იქნება, გამორიცხულია, ბუნების კანონია უბრალოდ. წყალგამყოფი არსებობს, აქეთ არის ნათელი ქართველი ხალხის მხარეს და იქით არის ბნელი, წყალგამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს იმყოფება ხალხი და ხელისუფლება”,- განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g