LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესყიდვების სააგენტოში სადაზღვევო და საპენსიო სფეროს მიმწოდებლებს შეხვდნენ

87

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე სადაზღვევო და საპენსიო მომსახურეობის სფეროში მიმწოდებლებს შეხვდა. სააგენტოს თავმჯდომარემ ბიზნესმენებს ის სიახლეები გააცნო, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ განახორციელა.

„ჩვენი მიზანია მოვახდინოთ სწორი რეაგირება ყველა იმ შენიშვნაზე, რაც ბიზნესმენებს სახელმწიფო შესყიდვების კუთხით აქვთ, საჭიროების შემთხვევაში მივიღოთ ცვლილებები. წლის ბოლოს, 21 დეკემბერს გვექნება შემაჯამებელი შეხვედრა ბიზნესმენებთან. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის დაპირება, რაც მათ მივეცით 100%-ით შესრულდა“, – განაცხადა რაზმაძემ.

შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის წინადადებები. სააგენტო ამ წინადადებებს და მოსაზრებებს აანალიზებს და ახდენს მათზე ადეკვატურ რეაგირებას.

შემდეგი, მეთექვსმეტე შეხვედრა ჩატარდება 7 დეკემბერს და მოწვეულები იქნებიან გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობების მიწოდების სფეროში არსებული კომპანიები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g