LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეთანხმება შედგა: იტალია რუსულ გაზს ანაცვლებს

526
1613206261-მარიო-დრაგი-e1613206267973

შეთანხმებას იტალიურ ენერგეტიკულ კომპანია Eni-სა და ალჟირის ეროვნულ სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიას შორის, ბუნებრივი აირის იტალიაში ექსპორტის განხორციელების შესახებ, ხელი მოეწერა. საკითხზე იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ, ალჟირის პრეზიდენტ აბდელმაჯიდ ტებოუნთან ალჟირში შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

„ჩვენმა მთავრობებმა ხელი მოაწერეს განზრახვის დეკლარაციას ენერგეტიკის სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ” , – აღნიშნა დრაგიმ და იქვე დასძინა, რომ მან უკრაინაში შეჭრისთანავე განაცხადა, რომ იტალია სწრაფად იმოქმედებდა რუსული გაზის საჭიროების შესამცირებლად.

შეგახსენებთ, იტალიას გაზის მოხმარების, დაახლოებით, 40% რუსეთიდან შეაქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები