LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეთანხმება შედგა! მაღაროელებს ანაზღაურება ემატებათ, ჭიათურის მაღარო მუშაობას 1 ივლისიდან განაახლებს“ – პროფკავშირების გაერთიანება 

721
Untitled design

„პროფკავშირების ჩართულობით, მაღაროელებსა და დამსაქმებელს შორის, შეთანხმება შედგა! შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოეწერა. სპეციალური რეჟიმი გაუქმდა და ჭიათურის მაღარო მუშაობას პირველი აგვისტოს ნაცვლად, პირველი ივლისიდან განაახლებს“, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

როგორც პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციაშია აღნიშნული, „დამსაქმებელმა, კოლექტიური შეთანხმების ფარგლებში, გაითვალისწინა თხოვნა და ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით, დასაქმებულებს ანაზღაურება სრულად ემატებათ“.

„2022 წლის ინფლაციის მაჩვენებელი 11,9 % იყო. შეთანხმების მიხედვით, პირველი იანვრიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით, დასაქმებულებს ინფლაციის ინდექსის გათვალისწინებით, დაემატებათ 100%-იანი ხელფასის 5% იმ 60%-იან ხელფასზე, რომელზეც თებერვლიდან მუშაობდნენ. პირველი ივლისიდან კი დამატებით 6,9 %. აღნიშნული შეთანხმება მოხდა პროფესიულ კავშირებისა და დამსაქმებელს შორის არსებული კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში, სადაც 6.7 პუნქტის თანახმად გაწერილია ინფლაციის ინდექსის მატება ხელფასზე – „1-დან 5%-ის ჩათვლით, ხელფასები ავტომატურ მატებას ექვემდებარება. ხოლო, თუ ინფლაციას მაჩვენებელი ამ პროცენტულ მაჩვენებლებს გაცდა, იქნება მოლაპარაკების საგანი“.

იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ იყო მშვიდობიანი პროტესტის ფონზე მოლაპარაკება, პროფკავშირებმა დამსაქმებელს მიმართა თხოვნით, 2022 წლის მაჩვენებლის ათვისება სრულად მომხდარიყო. დამსაქმებელმა, კოლექტიური შეთანხმების ფარგლებში, გაითვალისწინა თხოვნა და ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით, დასაქმებულებს ანაზღაურება სრულად ემატებათ.

ნიშანდობლივია, რომ მოთხოვნილ დანარჩენ 13 პუნქტზეც, დამსაქმებლის მხრიდან ძალაში რჩება პრინციპული თანხმობა, შეიქმნას ერთობლივი კომისია: დასაქმებულების, პროფესიული კავშირების, სახელმწიფოს წარმომადგენლის, შრომის ინსპექციის წარმომადგნლებისგან და შესაბამისად მოხდეს ამ საკითხების განხილვა, მოწესრიგება და აღმოფხვრა“, – წერია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

პროფკავშირების ჩართულობით, მაღაროელებსა და დამსაქმებელს შორის, შეთანხმება შედგა! შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე…

Posted by GTUC • საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება on შაბათი, 24 ივნისი, 2023

 

შეგახსენებთ, ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები საპროტესტო აქციებს 6 ივნისიდან მართავენ. 19 ივნისიდან მაღაროელების ნაწლიმა თბილისში გადმოინაცვლა და აქციები პარლამენტთან დაიწყო. მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, ორმა მათგანმა კი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიამრთა და პირი და თვალები ამოიკერა.

გაფიცულები ხელფასების ზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას მოითხოვენ.

 

magti 5g