LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა კვლავ დაკავებულია” – რა ცვლილება შევიდა აშშ-ს ეროვნული თავდაცვის აქტში

166
ამერიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის აქტში ცვილებებია – სენატის საგარეო კომიტეტის თავმდჯდომარის-  ჯეიმს რიშის მიერ შეტანილი ცვლილება 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებას და ამ კონტექსტში გიორგი რურუას გათავისუფლებას ეხება.

“სენატი ისევ გამოხატავს სურვილს, გაგრძელდეს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მმართველობის და ეკონომიკის რეფორმებზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართულებით, თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს კეთილი ნების გამოხატვას ამ რეფორმების გატარებაში.

მოუწოდებს მთავრობას და პოლიტიკურ ლიდერებს, უარი თქვან ძალაუფლების ცდუნებაზე და ერთად იმუშაონ თავისუფალი პრესის, კერძო ბიზნესის ასაშენებლად და კიდევ უფრო პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე მმართველობის შესაქმნელად.

დემოკრატია შესუსტებულია: აშშ-დან ისევ წერილია ბატონო პრემიერო!

წერილის ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს მთავრობა გაუარესებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად სწრაფ ზომებს მიიღებს.

მოუწოდებს მთავრობას, გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატია დამოუკიდებელი სასამართლოს გზით, მათ შორის მოსამართლეების დანიშვნის გამჭვირვალეობის გაზრდით ყველა ინსტანციაში და დაასრულოს იმ მოსამართლეების დანიშვნის პრაქტიკა, რომლებიც მმართველი პოლიტიკური პარტიის გავლენის ქვეშ ან მათდამი ლოიალურები არიან.

ადასტურებს, რომ ამ საარჩევნო და სასამართლო რეფორმების იმპლემენტაცია არის კრიტიკული მნიშვნელობისა იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობამ შეძლოს და აღადგინოს ნდობა მათი მხრიდან დემოკრატიული განვითარების და დასავლეთში ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერისადმი. – წერია დოკუმენტში.

აქტში საუბარია გიორგი რურუაზე და წერია, რომ “8 მარტის შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება”.

ოპოზიციური პარტიები საქართველოში ამტკიცებენ, რომ ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის ბატონი გიორგი რურუას გათავისუფლება საარჩევნო კანონში შესატანი შეთანხმებული ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობაა”. – წერია ცვლილებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები