LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეთანხმებისას არანაირ თავდებობაზე საუბარი არ ყოფილა – სამხარაძე ლელოს ინიციატივაზე

44
ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, შეთანხმებაში მეორე ფრაზა პოლიტპატიმრების გათავისუფლების სხვა გზების შესახებ, ამნისტიის და გირაოს გარდა, ეხება მხოლოდ რურუას. მისივე თქმით, ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისას „არანაირ თავდებობაზე არავის მიერ საუბარი არ ყოფილა“.

“ჩვენ არ ვიცით საიდან მოვიდა ეს იდეა, ალბათ, ლელომ მიაწოდა. ეს იდეაც არ ყოფილა, თავის დროზე შეთანხმების ნაწილი, ზუსტად ამას ვამბობთ ჩვენ, შეთანხმების მოდიფიცირება  მისი დადებიდან მეორე დღესვე არ არის სწორი. მემგონი ძალიან ნათლად არის და ყველა საქმეში ჩახედული ძალიან კარგად ხვდება, რომ ამნისტიის საკითხი ეხება ნიკა მელიას, ხოლო სხვა საკითხი, რომელმაც შეიძლება ანალოგიური შედეგი გამოიღოს, ეხება რურუას და ეს არის პრეზიდენტის მიერ შეწყალება, რომელზეც ქალბატონმა პრეზიდენტმა უკვე ილაპარაკა.

მელიას საქმეზე იყო შეთანხმება, რომ 19-20 ივნისის საქმეზე გამოცხადდებოდა ამნისტია და მომავალ კვირაში დაინიცირდება, როცა პარლამენტში შემოვა ოპოზიცია, ხოლო რადგან ამნისტია რურუას ვერ შეეხებოდა, აქედან გამომდინარე ის მეორე ფრაზა, რომელიც თქვენ წაიკითხეთ, ეს არის ის, რაც შეიძლება პრეზიდენტმა გააკეთოს, ეს არის პრეზიდენტის მიერ რურუას შეწყალება”.- ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე

ცნობისთვის, 22 აპრილს „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც ბრიუსელში იმყოფება, განაცხადა, რომ იქ გამართულ შეხვედრებზე ნიკა მელიას გათავისუფლების მექანიზმებზე მსჯელობისას ერთ-ერთ მექანიზმად განიხილება ევროპელი პარლამენტარები მიერ მელიას თავდებში დადგომა, „რათა დაუყონებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთის ღონისძიება“.

მამუკა ხაზარაძემ დაასახელა ევროპარლამენტარი, რომელიც მზად არის ნიკა მელიას თავდებად დაუდგეს

მეც თხოვნით მივმართე ევროპარლამენტარებს ნიკა მელიას თავდებობის შესახებ: სალომე სამადაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები