LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეტევებს ახორციელებენ პარლამენტის წევრი ქალები, ოპოზიციონერები, მათ შორის ქალების უფლებების დამცველები, არ ერიდებიან, ყველაზე უღირსი ფორმებით შეურაცხყონ ის“ – ნინო წილოსანი

140
ნინო წილოსანი სალომე ქურასბედიანი

ამ შეტევებს ახორციელებენ პარლამენტის წევრი ქალები, ოპოზიციონერები, მათ შორის ადამიანის უფლებების დამცველები, ქალების უფლებების დამცველები და იმასაც არ ერიდებიან, რომ ყველაზე უღირსი ფორმებით შეურაცხყონ სალომე ქურასბედიანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრ სალომე ქურასბედიანზე შეტევის შესახებ განაცხადა.

ყოველდღე ვფიქრობ, სადამდე მივა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების, აქტივის, ჟურნალისტების ზიზღი და აგრესია – სავარაუდოდ, საკონცენტრაციო ბანაკებსაც შექმნიდნენ სიამოვნებით – მაია ბითაძე

“მთელი ამ დროის განმავლობაში ნათლად გამოჩნდა, მათი ღირებულებითი ღერძი სად გადის. მიდის შეტევები მისი გარეგნობის, ასაკის, სხვადასხვა მახასიათებლის გამო და ამ შეტევებს ახორციელებენ პარლამენტის წევრი ქალები, ოპოზიციონერები, მათ შორის ადამიანის უფლებების დამცველები, ქალების უფლებების დამცველები და იმასაც არ ერიდებიან, რომ ყველაზე უღირსი ფორმებით შეურაცხყონ სალომე ქურასბედიანი, რომელიც ნამდვილად პროფესიონალია თავისი მიმართულებით. ვერანაირი შინაარსიანი და სამართლებრივი შენიშვნები ვერ დააფიქსირეს, ამიტომ გადავიდნენ პერსონალურ შეტევებზე”, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ვენეციის კომისიის პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად, ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა, რაც ისევ და ისევ ვენეციის კომისიის რეპუტაციას აზიანებს – სალომე ქურასბედიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები